''მთავარში'' ნახავთ 9 საათზე

29 მაისი 2017, 00:00 2198 ნახვა

ერთი განცხადება და ორი პასუხი – რეზო ხარაზი სოციალური დახმარების მიმღები ადამიანების რაოდენობას მთავრობის პრემიებს უპირისპირებს. შემცირდა, თუ გაიზარდა მათი რიცხვი? რას ამბობენ მთავრობასა და მესამე სექტორში? რეპორტაჟს ჯენი კვანტალიანი ამზადებს. 

ორჯერ გასახლებული ორი ოჯახი და მეწყერი შუახევში. მოქალაქეები მთავრობამ გაასახლა, თუმცა ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრებას განაგრძობენ. გარე სამყაროსაა მოწყვეტილი ათი ოჯახი. რეპორტაჟი შუახევიდან ნახეთ მთავარში 9-ზე. 

ე.წ. ჭაობის რეაბილიტაცია და გაჭიანურებული პროცესით შეწუხებული მოსახლეობა. როდის დასრულდება ქალაქის გარეუბნების მოწესრიგება? ვრცლად გიამბობთ ნახევარ საათში. 

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა იალაღებზე გასამგზავრებად ემზადება. გამგეობა პირობას დებს რომ მათ უმეტესობას წელს მთაში ელექტროენერგია ექნება. რეპორტაჟი ნახეთ ნახევარ საათში. 

ეს და სხვა ამბები, ნახეთ მთავარში 9-ზე.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი