დღეს გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სპეციალური კომისია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას მართავს.
კონკურსანტების განცხადებით, იყო მწვავე შეკითხვებიც, თუმცა კომისიის წევრები, ძირითადად, კანდიდატების სამუშაო გამოცდილებით ინტერესდებიან. გასაუბრების ეტაპი რამდენიმე საათში უნდა დასრულდეს.სამთავრობო კომისია 23-დან მთავრობას 5 კონკურსანტს წარუდგენს. ამ თანამდებობაზე კანდიდატი 10 წლის ვადით ირჩევა.