მიხეილ სააკაშვილს დეპუტატი ცოტნე ანანიძე დაუპირისპირდა /ვიდეო/

28 მაისი 2017, 00:00 10785 ნახვა

დაპირისპირება ცოტნე ანანიძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის თვითმფრინავში მოხდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (ყოფილი პოლიტპატიმარი)  და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ერთმანეთს კიევი-ოდესის რეისზე შეხვდნენ.

თვითმხილველების თქმით, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება თითქმის საათნახევარი გრძელდებოდა. თვითმხილველი, რომელმაც ვიდეო მოგვაწოდა ამბობს, რომ ცოტნე ანანიძის ბრალდებებს სხვა მგზავრებიც აყვნენ და მიხეილ სააკაშვილს, რეპლიკების სახით,  მმართველობის დროს  მიმდინარე მოვლენები შეახსენეს. 

'' არ გახსოვს ბათუმის უნივერსიტეტში რა გააკეთე?'' ''არ გახსოვს დაჭერები ბათუმში'', ცოტნე ანანიძის ამ რეპლიკებს მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. 

''მე  მახსოვს, რომ ბათუმი ავაღორძინე'' - ასე უპასუხა დეპუტატის ბრალდებებს ყოფილმა პრეზიდენტმა. 

 

ამავე კატეგორიაში