შინაგან საქმეთა მინისტრი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

24 ოქტომბერი 2025, 15:43 136 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მაღალი დონის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

„საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობას და ამ მხრივ ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა თურქმენეთის მხარესთან სამართალდაცვით სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე