ნატოს საპარლამენტო ასამბლეა - საკომიტეტო მოსმენები

27 მაისი 2017, 00:00 2252 ნახვა

თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ეკონიმიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე გლობალური გამოწვევებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დისკუსიები გრძელდება.

ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებით, სიმბოლურია, რომ საერთაშორისო ფორუმი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა. მათ ნატოს ღია კარის პოლიტიკას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ისტორიაში ეს მეხუთე შემთხვევაა, როდესაც სესია არაწევრ ქვეყანაში იმართება. დღესვე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. 

ამავე კატეგორიაში