დავა კერძო პირებს შორის თუ სტატუსის, პირადი მიზნისთვის გამოყენება - მოქალაქე საჯარო მოხელეს საცხოვრებელი ფართის თვითნებურად მითვისებაში ადანაშაულებს.
მამუკა კალანდარიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ფართის მართლზომიერი მფლობელია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ ბრალდების ადრესატი, მერაბ ხალვაში, იქ მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მართლაც მუშაობს. რატომ არ სურს მას სადავო საკითხზე საუბარი და რეალურად ილახება თუ არა კალანდარიშვილების ოჯახის ინტერესები.