საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადა დღეს იწურება

07 ოქტომბერი 2025, 11:01 153 ნახვა

ხელვაჩაურის 83-ე საოლქო საარჩევნო კომისია დღეს ლოტოტრონით გამოვლენილ 5 საარჩევნო უბანს გადათვლის და საბოლოო მონაცემებს კიდევ ერთხელ შეაჯამებს.

ამ დროისთვის ოლქში შემავალი 41-ვე უბანი დათვლილია და არსებული მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა სახელისუფლებო გუნდის კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ და ასევე მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.

არჩევნების შედეგებთან ან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით პრეტენზია ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში არავის გამოუთქვამს. საჩივრებისა და განცხადებების წარდგენის ვადა დღეს იწურება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე