ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ანდრეი ბაბიშს - ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2025, 10:13 94 ნახვა

ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.

პრემიერი ანდრეი ბაბიშს წარმატებას უსურვებს ძლიერი და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებაში.

„ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“. წარმატებას ვუსურვებ მას ძლიერი და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩეხი ხალხის წინსვლასა და კეთილდღეობას. საქართველო მოუთმენლად ელის პარტნიორობის განახლებას და ჩვენს ერებს შორის არსებული კავშირების მეტად გაღრმავებას“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე