ჩავარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა, რომელიც „დიფ სთეითმა“ მოამზადა - პრემიერი

05 ოქტომბერი 2025, 11:23 270 ნახვა

პრაქტიკულად, ჩავარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა „დიფ სთეითმა“. პრაქტიკულად, უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბოლომდე გაანეიტრალონ „ნაცმოძრაობა“.

„პრაქტიკულად, ჩავარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა „დიფ სთეითმა“. პრაქტიკულად, უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია. „ლელომ“ მიიღო წინა არჩევნებში, შარშან, 180 ათასზე მეტი ხმა და ახლა მიიღო ამის ნახევარი, იმ პირობებში, როცა პრაქტიკულად არ იყო კონკურენცია, მათთვის ოპოზიციურ ფლანგზე. რაც შეეხება, გახარიას პარტიას, წინა არჩევნებში ჰქონდა 160 ათასზე მეტი ხმა მიღებული, ახლა მიიღო, დაახლოებით 50 ათასი ხმა ანუ ჩავარდა ჩანაცვლების პროექტი.

 

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბოლომდე გავანეიტრალოთ ის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო გუშინდელი არჩევნები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ზრუნვას მომავალშიც გავაგრძელებთ. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც გამოხატა საკუთარი პოზიცია გუშინ საარჩევნო უბნებზე, მადლობა ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირებისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოთხი წლის განმავლობაში „ნაცებმა“ ხუთჯერ სცადეს ხელისუფლების დამხობა, მაიდნის მოწყობა, არეულობის შემოტანა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი სახელმწიფოს მხრიდან.

პრემიერის თქმით, უნდა განეიტრალდეს პოლიტიკური ძალა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უცხოური აგენტურა, რათა საქართველოში საბოლოოდ შედგეს სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა.

ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში ხმების 70%-ზე მეტი მიიღო.

მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ადმინისტრირებისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე