წინასწარი შედეგები - ხელვაჩაურში

05 ოქტომბერი 2025, 10:20 128 ნახვა

წინასწარი შედეგებით, ხელვაჩაურში "ქართული ოცნება" ლიდერობს. საკუთარი არჩევანი აქ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტმა გააკეთა. მათგან 82 პროცენტის მხარდაჭერა მმართველი პარტიის კანდიდატმა, ხელვაჩაურის მოქმედმა მერმა ზაზა დიასამიძემ მიიღო. დანარჩენი ხმები კი “ ძლიერი საქართველო ლელოსა” და “ გახარია საქართველოსთვის” საერთო კანდიდატს ნადრი მამულაძეს ერგო.

რაც შეეხება 26 კაციან საკრებულოს შემადგენლობას, აქაც წინასწარი შედეგებით უმრავლესობა “ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს” ეყოლება. მმართველმა პარტიამ მოიგო 11-ვე მაჟორიტარული ოლქიც. ხელვაჩაურში საკუთარი არჩევანი გუშინ 43 ათასზე მეტი ამომრჩევლიდან 21 ათას 707 - მა გააკეთა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე