ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, 30 - მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
"ჰოსპიტალიზებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე