პარტია "ლელოს" და "გახარია საქართველოს" ქობულეთის მერობის კანდიდატის განცხადება

04 ოქტომბერი 2025, 21:45 116 ნახვა

"ძლიერი საქართველო ლელო" და "გახარია საქართველოს"  ქობულეთის მერობის კანდიდატი პაატა ცივაძე, აცხადებს, რომ ქობულეთის რამდენიმე სოფელში კონკრეტული დარღვევები აღმოაჩინეს, რომლის ვიდეო-ჩანაწერებიც წარმოადგინეს და ითხოვეს გასაჯაროება. საუბარია სოფელ კვირიკესა და ოჩხამურში, სადაც მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გარე პერიმეტრზე აგიტაციას ეწეოდნენ და კონკრეტული ამომრჩევლების სიებით იყვნენ წარმოდგენილები. 

როგორც პაატა ცივაძე ამბობს, დღის ბოლოს, ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე აპირებენ ყველა შესაძლო დარღვევის გასაჩივრებას და საოლქო კომისიაში წარდგენას.

 
 
 
 
 
ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე