ყველა მოძალადე იქნება დასჯილი სამართლებრივად, კანონის ფარგლებში ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი - კახა კალაძე

04 ოქტომბერი 2025, 21:34 135 ნახვა

რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული, ერთის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, მინდა, მას ჯანმრთელობა ვუსურვო, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა არაერთხელ გასცა გაფრთხილება, რომ ძალადობა იქნებოდა დასჯილი.

„ჩვენ არაერთი გაფრთხილება გავაკეთეთ, რომ ნუ გადადგამდნენ ნაბიჯს ძალადობისკენ, რადგან ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება. ცხადია, ყველა მოძალადე იქნება დასჯილი სამართლებრივად, კანონის ფარგლებში ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. რაც შეეხება სამართალდამცველებს. არის რამდენიმე სამართალდამცველი დაშავებული, ერთის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მინდა, მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გამოჯანმრთელდეს. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო მას“, – განაცხადა კალაძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე