ვფიქრობთ, საარჩევნო შედეგი თანხვედრაში იქნება იმ შედეგთან, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, მილიონზე მეტი ამომრჩეველი როდესაც გიჭერს მხარს, ყველაფერი ნათელია - პრემიერი

04 ოქტომბერი 2025, 18:20 204 ნახვა

ჩვენ ვფიქრობთ, საარჩევნო შედეგი თანხვედრაში იქნება იმ შედეგთან, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახძემ განაცხადა.

მისი თქმით, მილიონზე მეტი ამომრჩეველი როდესაც გიჭერს მხარს, ყველაფერია ნათელია.

"საარჩევნო ოქმები 20:00 საათზე ამოიბეჭდება და დაფიქსირდება საბოლოოდ საარჩევნო შედეგები, მათ შორის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით თანხვედრაში იქნება ჩვენი საარჩევნო შედეგი იმ შედეგთან, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ აქტივობა თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე არის შედარებით დაბალი. მილიონზე მეტი ამომრჩეველი როდესაც გიჭერს მხარს, ყველაფერია ნათელია. რაოდენობას რაც შეეხება, რომელიც დაფიქსირდება დღეს თბილისში, ამ მაჩვენებელზე დაახლოებით ასჯერ ნაკლები იქნება. შესაბამისად, ამაზე საზოგადოება თავის დასკვნებს ბუნებრივია გამოიტანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე