საქართველოში არჩევნები პროფესიონალურ დონეზე ტარდება და საარჩევნო პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს, - ასე აფასებს კენჭისყრის პროცესს ფუნდამენტური უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი, ჯეი პატელი.
„არჩევნები სტაბილურად, პოზიტიურად მიმდინარეობს, პროფესიონალურად ტარდება. უბნები ეფექტურად იმართება, ისე როგორც ეს დასახული იყო“, – აღნიშნა ჯეი პატელმა.
თვითმმართველობების არჩევნებისთვის, ქვეყნის მასშტაბით, მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება, მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე