„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრები მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ისინი უკანონო თვალთვალისა და დევნის ობიექტები არიან. გიორგი შარაშიძის განცხადებით, რამდენიმე საათის წინ, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი კოკა კობალაძე პოლიციამ ჩხრეკის მიზნით გააჩერა, თუმცა მისივე განმარტებით, ინფორმაციის გავრცელებისა და ადგილზე პარტიის მობილური ჯგუფის გამოცხადებისთანავე ეკიპაჟი მხოლოდ ალკო-და ნარკოტესტზე შემოწმებას დასჯერდა.
პარტიაში ასევე საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სახის დარღვევაზე საუბრობენ, მათ შორის მიუთითებენ, რომ გამოვლინდა ფულის დარიგების ფაქტები და ასევე მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატების მხრიდან საარჩევნო უბნებზე აგიტაციის მცდელობები. მათ შორის გიორგი შარაშიძე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტიც დაასახელა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე