2021 წლის არჩევნებში ფაქტობრივად საპარლამენტო არჩევნების ხარისხის აქტივობა იყო და რა თქმა უნდა, რთულია შედარება. თუმცა ვნახეთ, რომ 10:00 საათის მონაცემებით, 2021 წლის აქტივობასაც კი აჭარბებდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეების მისვლა საარჩევნო უბნებთან არის დასტური იმისა, რომ მოქალაქეები დგანან დემოკრატიის და არა საბოტაჟისა თუ ძალადობის მხარეს.
იგი ასევე გამოეხმაურა პოლიტიკური ჯგუფების განცხადებას დარღვევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი ნაწილი საერთოდ ფეიკია, ხოლო სადაც დარღვევა დაფიქსირდა ის მცირე სახის ტექნიკური დარღვევებია, რომელიც საარჩევნო პროცესზე გავლენას არ ახდენს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე