აჭარაში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით პარტია ძლიერი საქართველო ლელოში ბრიფინგი გამართეს. პარტიაში აცხადებენ, რომ დარვევებს შორისაა ამომრჩევლის მოსყიდვა და მათ არჩევანზე ზეწოლა.
საუბრობენ ტექნიკურ ხარვეზებზეც, პარტიაში ამბობენ, რომ შუახევში მე-15 უბანში მწყობრიდან გამოვიდა ხმის მიცემის ერთ-ერთი აპარატი, დაბა ოჩხამურში კი ლელოს ინფორმაციით კომისიის წევრები, რომლებიც სკოლის დირექტორი და მასწავლებლები არიან , ამომრჩევლებს ღიად მიუთითებენ ქართული ოცნების მხარდაჭერას. მათივე ინფორმაციით ამავე უბანზე კამერები უბნის გახსნიდან 2 საათის შემდეგ ჩაირთო .
ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ რამდენიმე უბანზე მოქალაქეების სიაში არყოფნაც დაფიქსირდა.ფირცხალაიშვილის მიერ ჩამოთვლილი დარღვევების არსებობა უარყო ბათუმის ოლქის თავმჯდომარემ, ოჩხამურთან დაკავშირებული შემთხვევის არსებობა გამორიცხეს ქობულეთის ოლქშიც. შუახევში კი ტექნიკური ხარვეზი დაადასტურეს თუმცა განმარტეს რომ პრობლემა უკვე მოგვარებულია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე