ცესკო-ს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოს იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე, მსგავსი სატელეფონო ზარები ჩვენი მხრიდან არ განხორციელებულა - ცესკო

04 ოქტომბერი 2025, 14:01 226 ნახვა

ცენტრალური საარჩენო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამომრჩევლებს ცესკოს სახელით ურეკავენ და ეკითხებიან იყვნენ თუ არა არჩევნებზე. ცენტალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე  ამ ფაქტს ინსტიტუციის  რეპუტაციის მიზანმიმართული  დაზიანების მცდელობა უწოდეს.

რაც შეეხება კენჭისყრის ბოლო მონაცემებს, ცესკოს ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით  602 ათას 445  ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. რაც შეეხება ბათუმში კი არცევნებში 24 ათას 043-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ბათუმში რეგისტრირებული ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 15,27%-ია. აღსანიშნავია, რომ წინა არჩევნებზე ანალოგიური პრეიოდში დაფიქსირებული აქტივობა, 18% იყო.

თითმმრთველობის არჩევბენზე ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში  ფიქსირდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დრომდე  არცერთ ოქლში და უაბზნე არ არის საჩივარი დაწერილი და კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება საარჩევნო უბნებზე სავარაუდოდ დარვევებს, საარჩევნო ადმინისტრაცია დამკვირვებლებს მოუწოდებს ასეთ შემთხვევაში დაწერონ საჩივარი.

 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე