პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„უკვე ტრადიციად იქცა, რომ ფეიკმედია ცდილობს, ჩვენს წარმომადგენლებზე კამერებით თავდასხმით, ისეთი სურათი დადგას თითქოს ამომრჩეველთა მობილიზება რაიმე დარღვევაა.
ეს ცრუ ნარატივი ჩვენს მოქალაქეებს უკვე დიდი ხანია გაშიფრული აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არჩევნების დღეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, მათთან კომუნიკაცია და პარტიის მხარდამჭერების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობაა.
ასე რომ, მივმართავ ფეიკმედიას, შეეშვას უკვე გაცვეთილი ცრუ ნარატივის გავრცელებას, ხოლო „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს მივმართავ, უზრუნველყონ ჩვენი ამომრჩევლების სრული მობილიზება არჩევნებში მონაწილეობისთვის“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე