" ლელო ძლიერი საქართველოს " ძველი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა და ბათუმის საკრებულოში პროპორციული სიის პირველმა ნომერმა ვაჟა დარჩიამ საკუთარი არჩევანი გააკეთა. დარჩია ბათუმის მეშვიდე უბანზე იმყოფებოდა და თქვა, რომ დილის მონაცემებით აქტივობა გასული წლის თვითმმართველობის არჩევნების მსგავსია, ამომრჩევლებს მეტი აქტივობისკენ მოუწოდა და თქვა რომ თავად მხარი „ ქართული ოცნების „ შესუსტებას დაუჭირა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე