გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ საქართველოში არჩევნები სრულყოფილად არ ტარდება, რაც ასე ნამდვილად არ არის - საერთაშორისო დამკვირვებელი

04 ოქტომბერი 2025, 12:00 223 ნახვა

გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ საქართველოში არჩევნები სრულყოფილად არ ტარდება, რაც ასე ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთიდან საერთაშორისო დამკვირვებელმა, ალენ ჟან მარი ავრილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან და ისინი მიმდინარე პროცესისადმი კმაყოფილებას გამოხატავენ.

„ეს არის მეხუთე საარჩევნო უბანი რომელზეც მოვედით, ვფიქრობ კიდევ ხუთ უბანზე მივალთ. ეს კარგად ორგანიზებულია. მე საფრანგეთიდან ვარ და ჩვენ არ გვაქვს ასეთი დახვეწილი კონტროლის სისტემები. ჩვენ ყველა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვედით და ვისმენდით სიახლეებს თქვენს ქვეყანაზე. გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება სრულყოფილად, რაც ასე ნამდვილად არ არის. თითოეულ საარჩევნო უბანზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან. მათ ვკითხე, კმაყოფილი არიან თუ არა არჩევნებით, პროცესი მიმდინარეობს თუ არა სრულყოფილად. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ დიახ. მათ არ ჰქონდათ კომენტარი ორგანიზებასთან დაკავშირებით. ძალიან უცნაურია, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს დაუსვამ ასეთ შეკითხვებს, უარყოფითი არაფერი აქვთ სათქმელი, ხოლო როდესაც უკან დავბრუნდებით, შემდეგ მოვისმენთ, რომ საარჩევნო პროცესი არც ისე სრულყოფილი ყოფილა. ეს ძალიან უცნაურია“, – განაცხადა ალენ ჟან მარი ავრილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე