ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში პროპორციული სიით 6 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. 3 მერობის კანდიდატი იყრის კენჭს. მუნიციპალიტეტში ელექტრონული სისტემით ხმის მიცემა 56 საარჩევნო უბანზეა შესაძლებელი, ტრადიციული წესით კი ამომრჩევლები ხმას 26-ე უბანზე მისცემენ. ქობულეთში ამომრჩეველთა რაოდენობა ციფრებში ასე გამოიყურება: 66 ათას 376.
რაც შეეხება ქედას, მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის უფლებით 15 ათას 676 ამომრჩეველი სარგებლობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 29 უბანია გახსნილი. 21 უბანზე არჩევნები ახალი ტექნოლოგიებით, ხოლო 8 უბანში ტრადიციული მეთოდით ტარდება. რაც შეეხება ხულოს 23 ათას 305 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 54 უბანია გახსნილი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე
