საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

01 ოქტომბერი 2025, 10:02 187 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე  1960  წელს დაბადებული გ.ბ. და 2002 წელს დაბადებული  უცხო ქვეყნის  მოქალაქე ბ.დ. დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ბ და ბ.დ.  სხვადასხვა დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი  დოკუმენტის  გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362 -ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე