„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე ოთხი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დამნაშავედ ცნეს ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული შოთა ქარუმიძეც. ქარუმიძეს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით და ექვსი თვით განესაზღვრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე