ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს გუნდთან ერთად, რომ ნებისმიერი ასაკის ნიჭიერ, შემოქმედ ადამიანს ბათუმი ეიმედებოდეს, როგორც ადგილი, სადაც მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას - გიორგი ცინცაძე

30 სექტემბერი 2025, 11:02 131 ნახვა

ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე ბათუმში მოღვაწე ხელოვანებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, მადლობა გადაუხადა მათ და მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩემთვის, როგორც ბათუმის მერობის კანდიდატისთვის, განსაკუთრებული პატივი იყო, შევხვედროდი ამ ქალაქის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ხელოვანებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ სიხარულისთვის, ბედნიერებისთვის და სიამაყის განცდისთვის, რასაც თითოეული თქვენგანის შემოქმედება გვანიჭებს. ისე არაფერი აცოცხლებს და გამოხატავს საქართველოს უნიკალური კულტურის ისტორიას, აწმყოს და მომავალს, როგორც თქვენი ნიჭიერება. დამეთანხმებით, ბათუმს აქვს განსაკუთრებული უნარი, აღზარდოს თავიანთი შემოქმედებით გამორჩეული ადამიანები,“ - აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.

ბათუმის მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ყველა ასაკის შემოქმედი ადამიანისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ შეეძლებათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.

„ყველაფერს გავაკეთებ ჩემს გუნდთან ერთად, რომ ნებისმიერი ასაკის ნიჭიერ, შემოქმედ ადამიანს ეს ქალაქი  ეიმედებოდეს, როგორც ადგილი, სადაც მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის - ეს ჩემთვის ფასდაუდებელია. გარწმუნებთ, რომ ამ მადლიერებას საქმით დაგიდასტურებთ! გისურვებთ წარმატებას, გამარჯვებას, მშვიდობა თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს!“ - განაცხადა ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე