8 ადამიანი დაიღუპა და 17 დაკარგულად ითვლება ვიეტნამში ტაიფუნის „ბუალოის“ დარტყმის შედეგად. ქარიშხალს წყალდიდობა და ძლიერი შტორმი მოჰყვა, დაზიანებულია სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები, გათიშულია შუქი.
სტიქიური უბედურებების მართვის სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ „ბუალოიმ“ ამ დროისთვის 245 სახლი დააზიანა, დატბორა თითქმის ათას 400 ჰექტარი ბრინჯისა და სხვა კულტურების მოსავალი.
რამდენიმე რაიონი მოწყვეტილია გარესამყაროს. ტაიფუნის დაწყებამდე მთავრობამ 28 ათას 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
ცენტრალურ პროვინციებში ოთხი აეროპორტის დახურვის გამო ასობით რეისი გაუქმდა ან გადაიდო. მანამდე ტაიფუნმა ფილიპინებს გადაუარა, სადაც სტიქიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე