დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დატბორილი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
სოფლებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამ დრომდე შეზღუდვა მოქმედებს კაბალი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე. დატბორილია რამდენიმე სოფელი.
ადიდებულია მდინარე ნინოსხევი, შრომისხევი, ასევე მდინარე არეში. ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა. აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს.
მათ არსებულ ვითარებაზე დაზარალებული სოფლების რწმუნებულებთან ერთად იმსჯელეს. შტაბი, მოქმედების გეგმას, პრევენციულ ზომებზე სტიქიის ზონაში მომუშავე უწყებებს პერიოდულად მიაწვდის.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე