თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 მასშტაბური პროექტი, დასრულების ეტაპზეა. კერძოდ -საბადურის უბანზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა, პარკინგი, საბავშვო გასართობი და შემეცნებით სივრცე, 55 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი თანმდევი ინფრასტრუქტურით;
ზედაზენის უბანზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ასევე, მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები და სამთო თავშესაფრები. პროექტების საერთო ღირებულება დაახლოებით 13 მლნ ლარს შეადგენს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე