შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, მრავალჯერ ნასამართლევი შ.ჭ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეეცადა უკანონოდ, ქურდობის მიზნით შეეღწია სხვის საცხოვრებელ სახლში, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა შ.ჭ., ბრალდებულის სახით დააკავეს, რომელიც, ასევე, სხვადასხვა დროს 3 სახლის ქურდობის ფაქტზე არის მხილებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე