სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

28 სექტემბერი 2025, 11:15 107 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციისთვის ძებნილი, 2002 წელს დაბადებული ეგვიპტის მოქალაქე დ.ე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„დ.ე. თავის საცხოვრებელ სახლში გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა. დ.ე. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის 25 აგვისტოდან იძებნებოდა.

სამართალდამცველების მიერ დაკავებული დ.ე. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე