საქართველოში აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღის 32-ე წლისთავს გიერთდებით იმ ადამიანთა თავგანწირვისა და სიმამაცის გახსენებაში, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად და რომლებმაც დაკარგეს საკუთარი სახლი“, – წერს საელჩო.
აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარ მოქმედებებს ქართული მხრიდან 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე