თამუნა მიქელაძე ბათუმის მერობის კანდიდატად წარადგინეს

24 სექტემბერი 2025, 19:59 1487 ნახვა

ბათუმის მერობის კანდიდატი თამუნა მიქელაძე წარადგინეს დღეს პარტია მამული ენა სარწმუნოების წარმომადგენლებმა.

ღონისძიება ბათუმის ბულვარში გაიმართა, სადაც პარტიის ლიდერებმა კანდიდატი ამომრჩეველს წარუდგინეს და საარჩევნო გეგმებთან ერთად პარტიის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ინტერესების გატარებას აპირებენ.

ასევე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას.

პარტია მამული, ენა, სარწმუნოება არჩევნებში საარჩევნო ნომერი ერთით მონაწილეობს.        

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე