ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

22 სექტემბერი 2025, 18:06 92 ნახვა

სკოლებში ექსტერნატის გამოცდები იწყება. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და  3 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანთლებლო პროგრამა.

გამოცდა პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ყველა კლასისა და სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამაზე ტარდება. რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ რესურსცენტრს.

გამოცდები 8-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით სკოლებში ძირითადად ტესტირების ფორმატში ჩატარდება. გამონაკლისია მეთორმეტე კლასი, სადაც რამდენიმე გამოცდა ცენტრალიზებულად იმართება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე