ბათუმის ხელოვნურ კუნძულთან ძლიერი საქართველო ლელოს აჭარის ორგანიზაციის ლიდერების გენო თებიძის და ვაჟა დარჩიას ბრიფინგი გაიმართა.
ლელოს წარმომადგენლების მტკიცებით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ასეულობით ტონა ნატანია ამოღებული მდინარე ჭოროხისა და მდინარე კინტრიშიდან.
მათივე ინფორმაციით სპეციალისტების დასკვნით მდინარეების კალაპოტი ჩაირეცხა, რამაც გამოიწვია ზღვისა და პლაჟის სანაპიროს უკიდურესად დაბინძურება ,ამბობენ, რომ აღნიშნული გამოიწვევს ქალაქსა და სოფლებში ეკოლოგიურ კატასტროფას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე