მაჭახლის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ორდღიანი უამინდობის შედეგად ადიდებულმა მდინარემ, როგორც საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე მდინარის პირას მდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ადგილობრივები ზარალს ითვლიან.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია შიდა სასოფლო გზების კონკრეტული მონაკვეთები. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგია.
ამასთან, უწყების ცნობით, მაჭახლის თემში შიდა სასოფლო გზებზე საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული არ არის.
რაც შეეხება სარესტორნო ინფრასტრუქტურას, ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე