პოლიციამ ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად, თხევადი საპნის შეფუთვაში შენიღბულად მოთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის" შემცველი ნივთიერება ამოიღეს.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა.