საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე დღეს ბერლინში, კონფერენციაზე იმსჯელებენ. ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკეტს და ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონსტიტუციურ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააცნობს.
კონფერენციას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი გახსნიან. გაიმართება დისკუსიაც.
კონფერენციას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით იმართება, საქართველოს პარლამენტის წევრები: პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან. კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება.
განახლებული: