სერგო დუმბაძეს დაბადებიდან 80, ხოლო საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა. მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, იუბილესთან დაკავშირებით მისმა მეგობრებმა და საზოგადოების წევრებმა მეცნიერის მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი 500- ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია. აქედან 60 მეცნიერული ნაშრომის, 16 წიგნისა და 14 მონოგრაფიის. მისი სამეცნიერო კვლევის სფერო აჭარის რეგიონია. ღონისძიებაზე სელიმ ხიმშიაშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმიც უჩვენეს.