ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ბათუმის ისტორიული ნაწილის შენარჩუნება და რეაბილიტაცია - გიორგი ცინცაძე

10 სექტემბერი 2025, 09:10 279 ნახვა

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე მოსახლეობას აქტიურად ხვდება, პირადად ეცნობა ბათუმელებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და მათ გათვალისწინებას სამომავლო გადაწყვეტილებებში გეგმავს. გიორგი ცინცაძე მზად არის მრავალწლიანი გამოცდილება მშობლიურ ქალაქს მოახმაროს.

ბათუმის მერობის კანდიდატისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ბათუმის ისტორიული ნაწილის შენარჩუნება და რეაბილიტაცია. მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია  „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.

„ბათუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომელსაც მუნიციპალიტეტი უკვე ახორციელებს და პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება. ვგეგმავთ, შემოვიღოთ ახალი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე დროში დასრულდეს ჩანაცვლების პროცესი,“ - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

ბათუმის მერობის კანდიდატს ზღვისპირა ქალაქის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს, ამბობს რომ ბათუმში გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვანი პროექტი. აპირებს რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, ახალი საპარკინგე ადგილების შექმნას, წყალარინების პრობლემის მოგვარებას, ასევე, მნიშვნელოვანია ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის გადატანა ახალ ლოკაციაზე.

„მნიშვნელოვანია ბათუმის ეკონომიკის მეტი დივერსიფიკაცია, ვფიქრობთ, მეტი ინვესტიციის მოძიებას, რაც მოგვცემს საშუალებას რომ ბათუმში თანამედროვე სავაჭრო ცენტრები შევქმნათ და განვავითაროთ ინდუსტრიული ზონები. დაგეგმილი პროექტებიდან გამოვყოფდი ხელოვნური კუნძულის მშენებლობას,  აქვე აღვნიშნავდი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი  საინვესტიციო ჯგუფის „Emaar“-ის შემოსვლას, რომლის შედეგადაც დაგეგმილია თანამედროვე ხუთვარსკვლავიანი ბრენდირებული სასტუმროების, აპარტამენტებისა და პარკების მშენებლობა,“ - აღნიშნა ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი