ციანიდის საქმის სკანდალური დეტალები

21 მაისი 2017, 00:00 2232 ნახვა

საპატრიარქოს იურისტი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ედიშერ ქარჩავას მტკიცებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მის მიერ ესპანეთში დაფუძნებული კომპანიიდან საქართველოში დიდი ოდენობით თანხის გადმორიცხვას გეგმავდა. ამის შესახებ განცხადება ქარჩავამ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გააკეთა.

იურისტის ინფორმაციით, საუბარია 50 მილიონ ევროზე, რაც მას საფუძვლიან ეჭვს უჩენს, რომ დეკანოზი სავარაუდოდ, უცხოეთში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში იყო ჩართული. საპატრიარქოს იურისტის განცხადებებს გიორგი მამალაძის ადვოკატი გამოეხმაურა. გიორგი ფანცულაია მიიჩნევს, რომ ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ აგორებული მორიგი ცილისმწამებლური კამპანიაა, დეტალებზე კი დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი