სულ ცოტა ხანში ლეგენდარული ჯგუფი “ აეროსმიტი” საქართველოში, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. „აეროსმიტის“ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ყველა ბილეთი გაიყიდა. უამრავი მსმენელია შეკრებილი შეკვეთილში, დღეს მოსალოდნელიც იყო უპრეცენდენტო რაოდენობის ტურისტი.
უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით წინასწარ იქნა ინფორმაცია გასაჯაროებული, რომ ტერიტორიაზე აკრედიტებული ფოტო და ვიდეო კამერების გარდა სხვა ტექნიკის შეტანაც დაუშვებელია. დღეს სპეციალურად მსმენელებისთვის ახალი მატარებელი ჩამოდგა, სარკინიგზო ბაქანი მსგავსი გრანდიოზული ღონისძიებებისთვის იმუშავებს ხოლმე.