პროკურატურამ მოსამართლე წოწორიას ძმის ბინაში იარაღის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა

20 მაისი 2017, 00:00 1970 ნახვა

პროკურატურამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის ოთარ წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა. შესაბამისი განცხადება პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით,  ბალისტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რევოლვერი კუსტარული წესით არის დამზადებული, მაგრამ სროლისთვის  ვარგისი არ არის და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ამოღებული ვაზნები კი გამოსაყენებლად ვარგისია.

ჩვენებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას სიმამრს,  პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან აღნიშნული პიროვნება  2017 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 20 მაისს, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის გარდაცვალების გამო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი