მოსმენა ჰელსინკის კომისიაში - შეფასებები

04 სექტემბერი 2025, 17:53 76 ნახვა

პოლიტიკური შეფასებების თემაა ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს დაგეგმილი მოსმენა. კომისია საქართველოს საქმეზე მოწმის სტატუსით სალომე ზურაბიშვილს მოუსმენს.

ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, მოწმის სტატუსით წარდგებიან ასევე თინა ხიდაშელი და ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი.

კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ჩინური ინვესტიციების მოზიდვით ქვეყნის სუვერენიტეტი შეარყია, არჩევნების შემდგომ ძალაუფლების დათმობაზე უარით კი შეერთებული შტატების ინტერესებს საფრთხე შეუქმნა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსმენაზე საუბარი შეეხება „მეგობარი აქტის“ მიღების მიზანშეწონილობასაც.

მმართველ პარტიაში, რომლის საქმიანობის შესწავლასაც ჰელსინკის კომისია ამჯერად სალომე ზურაბიშვილის პოზიციების საფუძველზე გეგმავს, კომისიის სხდომას საცირკო სანახაობას უწოდებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში