მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ბათუმში

27 აგვისტო 2025, 17:44 163 ნახვა

ბათუმში, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება გაიმართა.

ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი დაესწრო. დღეიდან მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას ვიცე-პოლკოვნიკი დავით ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი ბრიგადის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა ორიენტირებულია რეზერვისტთა მომზადებასა და სტიქიური უბედურებების დროს კრიზისებზე რეაგირების მხარდაჭერაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში