კონკურსი რექტორის ასარჩევად

31 მაისი 2016, 00:00 3703 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს 18 ივლისს აირჩევენ. აკადემიურმა საბჭომ არჩევნები ოფიციალურად გუშინ გამოაცხადა. რექტორობის მსურველთა რეგისტრაცია პირველიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. კანდიდატმა სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს. აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, კონკურსის მონაწილეს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და 5 წლიანი გამოცდილება. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნივერსიტეტში გასული წლის აპრილში აირჩიეს.   

ამავე კატეგორიაში