საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი

22 აგვისტო 2025, 14:05 91 ნახვა

ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში რვა თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს.

წვევამდელები, საბრძოლო მომზადების პირველ 8-კვირიან ეტაპზე სპეციალურ მომზადებას გაივლიან: შეისწავლიან სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას და გაეცნობიან ჯარისკაცის მოვალეობებს.

კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო ფიცს დადებენ და ტერიტორიული პრინციპით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში შესვლის პირველივე დღეს წვევამდელებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და აღჭურვილობის მიღების შემდეგ ყაზარმებში განთავსდნენ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი