სამხედრო დღე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში 

19 აგვისტო 2025, 11:52 63 ნახვა

სამხედრო დღე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში. სამეგრელოსა და რაჭაში მდებარე ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდულ ბანაკებში ყოველ როტაციაზე ერთი დღე თავდაცვის ძალებს ეთმობა.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს. შეხვედრაზე გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიები.

ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალებისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში