პირველი შემთხვევა უმაღლესი საბჭოს არსებობის ისტორიაში – 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას, შენიშვნების გამო, რეგლამენტის დარღვევის მიზეზით, ელგუჯა ბაგრატიონი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
3 საათიანი ხმაურიანი მსჯელობის შემდეგ საკითხს მხარი მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებმა დაუჭირეს. ოპოზიციამ რეგიონის მთავრობას, სხვადასხვა შეუსრულებელი პროექტისთვის გადარიცხული თანხები შეახსენა, რასაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.