ავარიული სახლის მცხოვრებლების მოთხოვნა

17 აგვისტო 2025, 11:52 344 ნახვა

მაიაკოვსკის ქუჩის ავარიული ბინის მცხოვრებლები ახალი საცხოვრებლის მშენებლობის დროული დასრულების მოთხოვნით კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

მათი მტკიცებით, ხუთსართულიანი სახლი, სადაც 45 ოჯახი ცხოვრობს სიცოცხლისთვის საშიშია, დაზიანებულია ჭერი და კედლები.

ადგილობრივების გადმოცემით ალტერნატიული ბინის მშენებლობა,რომელსაც მერიის დაკვეთით ერთერთი კომპანია აწარმოებს თითქმის დასრულებულია, თუმცა შემსრულებელი კომპანია დასკვნით  სამუშაოებს აჭიანურებს და ვერ ხერხდება ახალი საცხოვრებლების დროული გადაცემა.

მოსახლეობა მერიას კომპანიასან შუამდგომლობას სთხოვს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში